LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი ვალია, ყოველდღე გვახსოვდეს და პატივი მივაგოთ გმირებს” – პრეზიდენტი და პრემიერი მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდნენ

148
BeFunky-collage (2)

რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ომიდან 12 წლის შემდეგაც შეუსრულებელია.2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან საომარ მოქმედებებს დღეს ტრადიციულად მუხათგვერდის სასაფლაოზე იხსენებენ– იქ, სადაც ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირები არიან დაკრძალულნი.ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენელბი დილიდან მიდიან და ყვავილებით ამკობენ იმ გმირთა სასაფლაოებს , ვინც აგვისტოს ომს შეეწრია.

მუხათგვერდის სასაფლაოზე პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი ერთად მივიდნენ. პირველმა პირებმა აგვისტოს ომში, რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს მიაგეს პატივი და საფლავები ყვავლიებით შეამკეს.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში უაღრესად მძიმე დღეა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ და გვახსოვდეს ეს ხალხი, გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა, ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და დღეს ეს ქართული სახელწმიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

თითოეული ჩვენგანის ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ ამ ქვეყანას, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს: ქვეყნის დეოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მუხათგვერდში იმყოფებიან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც. მინისტრთა კაბინეტის წევრები და უმრავლესობის დეპუტატები, ასევე დედაქალაქის მერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g