„დეკემბერში სტატუსს ველოდებით, რითაც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილებით კარგად გამოჩნდა, რამდენად შედეგიანი იყო რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველი გუნდის მიერ წარმართული სამუშაო პროცესი.
სალომე ზურაბიშვილი: საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდებს თავიანთი მომავლის იმედი აღარ აქვთ, ძალიან მძიმე დღეშია
პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა, რომ არსად იქნებიან ისეთი დაფასებული, როგორც საკუთარ ქვეყანაში.
„რამდენად „ფარსი“ იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები, ბოლოს კარგად გამოჩნდა, როცა საქართველოს ევროკომისიამ მწვანე შუქი აუნთო სტატუსის მისაღებად.
ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ წარმართული სამუშაო პროცესი შედეგიანი იყო და ჩვენმა ხელისუფლებამ საზოგადოებასა და ევროკავშირთან ერთად შეძლო, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ვიზა მიეღო.
დეკემბერში სტატუსს ველოდებით, რითაც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს.
გეგმის შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველო მწვანე შუქს მიიღებს გაწევრიანებაზე.
სტატუსის მიღების შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის საგზაო რუკა სწორედ ის გეგმა იქნება, რითაც ევროკავშირში მივალთ და ევროპული ოჯახის წევრები გავხდებით“. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.