LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ, რუსთაველზე გადით, გაშალეთ ლეიბი და წამოკოტრიალდით – რატომ დაუპირისპირდა თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს

304
Untitled design - 2021-12-03T170150.314

პარლამენტში კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი „მინისტრის ფორმატში“  კითხვებს პასუხობს.

ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ და არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ, – ამ რეპლიკით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს მას შემდეგ მიმართა, რაც ჩარკვიანმა მინისტრისგან მოითხოვა დასმულ კითხვებზე პასუხი გაეცა.

წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციას კითხვა უნდა აღვირახსნილი, მაგრამ აღვირახსნილი პასუხი აღარ მოსწონს.

“ქალბატონი თამარი ამბობს, პარლამენტში იმიტომ შემოვედი, რომ იქედან ჩამოგათრიოთ, სადაც ხართო. ეს სიძულვილის ენა არ არის?! – ეს სიყვარულით ნათქვამია, არა უშავს! ქალბატონი თაკო სიყვარულს ასხივებს.

ის პარლამენტში დასკუპებული იმიტომ დამხვდა, რომ აქედან ჩამოგვათრიოს. ვის ჩამოთრევას აპირებთ – შოთა ხაბარელის?! ამისთვის ცოტა მეტი კუნთები დაგჭირდებათ! მე შეიძლება ჩამომათრიოთ, მაგრამ ალბათ ბატონი ყაველაშვილის ჩამოთრევაც არ იქნება ადვილი“, – მიმართა წულუკიანმა თამარ ჩარკვიანს.

პარლამენტში „მინისტრის ფორმატში“ გაკეთებული თეა წულუკიანის განცხადებები.

წულუკიანი: 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია

ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს – წულუკიანი ლიტერაზე

წულუკიანი: ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არა ჰყავს ცხენი

წულუკიანი ხელოვნების მუზეუმზე: მე რომ რუპორით ვყვიროდი ცუდ დღეშია-თქო, მაშინ ისხდნენ კაბინეტებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ჭამდნენ ბატიბუტს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g