LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს ხელისუფლებასაც ძალიან მოსწონს ევროპა, განათლების მისაღებად შვილებსაც იქ აგზავნიან, რუსეთში არავის გაუგზავნია იმიტომ, რომ იციან, რუსეთი არ ვარგა: იულონ გაგოშიძე

121
იულონ გაგოშიძე

არქეოლოგი იულონ გაგოშიძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ევროპულ გზას საფრთხე ემუქრება.

გაგოშიძემ ამის შესახებ დღეს, რესპუბლიკის მოედანზე 5 ივნისის აქციის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“საქართველოში ევროპულ გზას საფრთხე ემუქრება, ქვეყანას ახალი მონღოლები ემუქრებიან” – 5 ივნისს აქცია “ერთად ევროპისკენ” გაიმართება

“საქართველოს ახლა ძალიან უჭირს და თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა, ქართველობა, საქართველო, ქართული ენა და კულტურა, ევროპისკენ უნდა წავიდეთ, ამიტომ არის საჭირო, რომ კვირას ყველა აქ მოვიდეთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ევროპულ გზას საფრთხე ემუქრება”, – თქვა მან.

როგორც გაგოშიძემ “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს, რომ მას სურს ევროპა და აქციაზე რაც უფრო მეტი ადამიანი მივა, მით უფრო უკეთესი იქნება:

“გამოკითხვის დროს, ქართველების 70 %-ზე მეტი ამბობს, რომ ჩვენ ევროკავშირში გაერთიანება გვინდა.

ჩვენს ხელისუფლებასაც ძალიან მოსწონს ევროპა, განათლების მისაღებად თავის შვილებსაც ევროპაში აგზავნიან – აშშ-ში, ევროპაში. რუსეთში არავის გაუგზავნია იმიტომ, რომ იციან, რუსეთი არ ვარგა, მაგრამ, რეალურად, ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს, ერთ კაცს ემორჩილება ჩვენი პარლამენტიც, მთავრობაც, სასამართლოც, ეგ არ გამოვა, მაგათ უნდათ, რომ ეს წყობაც შეინარჩუნონ და თან ევროპის კეთილდღეობით ისარგებლონ, ამას ახერხებენ კიდეც და უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ, ქართველებსაც გვინდა ევროპა და ამას სჭირდება მასა – რაც უფრო მეტი ხალხი მოვა, მით უფრო დაგვიჯერებენ და მით უფრო ჩვენსას გავიტანთ”, – აცხადებს გაგოშიძე.

შეგახსენებთ, 5 ივნისს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება აქცია “ერთად ევროპისკენ”.

აქციის შესახებ ორგანიზატორებმა დღეს, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ იწვევენ ყველას, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია.

დღესვე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მოქალაქეებმა საკუთარი სურვილი – შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს – ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერით დაადასტურეს, დროშა კი ბრიუსელში გაიგზავნება.

“დაქოცნაცებულები ვართ, უმიშაობა არის უმუშაობა, გვინდა ევროპა, თუ რა ჯანდაბა გვინდა!” – კოტე ყუბანეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g