„ტყუილია რომ კეზერაშვილს მხოლოდ საქართველოში დაბრუნება უნდა და პოლიტიკური სპექტრის კონტროლი – არა.
ნახევარნაბიჯიანი ტყუილი“, – ასე ეხმაურება „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას გუშინდელ ინტერვიუს, სადაც ნაყოფიამ დავით კეზერაშვილთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ კეზერაშვილს მხოლოდ საქართველოში დაბრუნება სურს და სხვა არანაირი განზრახვა არ ამოძრავებს.
„ჩემს ქვეყანაში დაბრუნება მინდაო“ – კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს შეხვდა
„ჩვენთან კონფლიქტის ერთადერთი (სხვა არ არსებობს) მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ მას ჩვენზე კონტროლი არ ჰქონია.
კონტროლის სურვილით იმდენადაა შეპყრობილი, რომ ძალიან ძვირფასი სოციალური ქსოვილი დაგლიჯა და ურთიერთობები გააფუჭა.
ჩვენთან ის ვერ ბლატაობდა და წესიერი, ერთმანეთის და საკუთარი თავის პატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობა მას არ შეუძლია.
ცხადია სიტყვა ეთქმოდა. მაგრამ მის ჭკუაზე ბოკერია არ და ვერ გაივლიდა (კეზერაშვილისთვისვე იყო ცუდი, მისი ჭკუით სიარული).
პატრონობა უნდოდა და არა პარტნიორობა.
ვინც პატრონად არ აღიარებს, ხელოვნურად, ფულის გავლენით ძირავს (ცდილობს).
ესაა მიზეზი რატომაც გადაკიდა ამდენი ხალხი ერთმანეთს ფულის გავლენით.
მას რომ მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება სურდეს, ეგ უკვე მომხდარი იქნებოდა.
ძალაუფლების წყურვილი ტანჯავს და პარტნიორებსაც ეგოს კარნახით არჩევს – ვინც “უჯერებს” და თავს ბოსად აგრძნობინებს, იმას ქაჩავს და სხვას ძირავს ხელოვნურად და ამიტომ სრიალდება“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.