LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება სიყვარულის გარეშე, იგივეა რაც, ქარი სარკმლის მიღმა, ვერ იგრძნობ მას და ვერც ჩაისუნთქავ – ჰარუკი მურაკამის ცნობილი გამონათქვამები  

1158
FORTUNA. GE

ადამიანებს ყოველთვის უჭირთ საკუთარი გრძნობების გამოსახატად საჭირო სიტყვების მოძიება, ჰარუკი მურაკამი კი, სწორედ ის მწერალია, რომელიც სხვებზე უკეთ იცნობს ადამიანის ბუნებას და იმდენად ზუსტად გადმოსცემს მის განცდებს, რომ მკითხველს ჰგონია, თითქოს სწორედ მის ცხოვრებას აღწერს საკუთარ ნაწარმოებებში.

fortuna.ge გთავაზობთ ჰარუკი მურაკამის ფრაზებს:

ადრე მეგონა ადამიანი ეტაპობრივად, წლიდან წლამდე იზრდებოდა, არადა აღმოჩნდა, რომ ერთ წამში ვიზრდებით, უბრალოდ გაცნობიერებისთვის გვჭირდება წლები.

არ არსებობს მცდარი შეხედულება, არსებობს შეხედულება, რომელიც შენსას არ ემთხვევა და სწორედ ამიტომ გგონია მცდარი.

რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო მეტი შეცდომა რჩება მის ცხოვრებაში გამოუსწორებელი.

აუხდენელი იცნება და დაუკმაყოფილებელი სურვილი – აუცილებლად უზარმაზარ სიცარიელეს აჩენს, რომლის ამოვსება შეუძლებელია.

როცა საყვარელ ადამიანს ვეხუტებით, პირველ რიგში საკუთარ შიშს ვუზიარებთ. შიშს, რომლის გამოთქმას ვერასდროს გავბედავთ სიტყვებით.

თუ ყველა დაიჯერებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება – შიშის გრძნობაც გაქრება და მაშინ რა აზრის აქვს ცხოვრებას?!

როგორც არ უნდა ეცადო ტკივილის დავიწყება, მაინც ძალიან მტკივნეულია.

ცხოვრება სიყვარულის გარეშე, იგივეა რაც, ქარი სარკმლის მიღმა – ვერ იგრძნობ მას და ვერც ჩაისუნთქავ.

გრძნობებს გამოხატვა სჭირდება. არ ღირს მათი საკუთარ თავში დაგროვება, რადგან ერთ დღეს ყველაფერი გაქვავდება და მოკვდება.

არ მიყვარს მარტოობა, მაგრამ არც ბევრი ნაცნობი მინდა, რადგან ზედმეტად არ გამიცრუვდეს ადამიანებში იმედი.

მთავარია, გულწრფელად უთანაგრძნო, გულწრფელად გინდოდეს დახმარება და არა იმიტომ, რომ ვინმემ გულგრილობაში არ დაგადანაშაულოს.

მომავლის იმედს ადამიანი საწვავით იყენებს, რათა შეივსოს და ცხოვრება გააგრძელოს.

მთავარი არა ის გრანდიოზული იდეაა, რომელიც სხვამ მოიფიქრა, არამედ ის უმნიშვნელო გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად მიიღე.

სინამდვილეში, ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა არსებულ რეალობასა და სასურველ ილუზიებს შორის.

სასიამოვნო მოგონებები ადამიანს ერთის მხრივ, შიგნიდან ათბობს, მეორე მხრივ, ნაწილებად გლეჯს.

შორიდან ყურებით, ყველაზე ულამაზოც ლამაზად გეჩვენება, მთავარია, ახლოს არ მიხვიდე.

უცნაურია, მაგრამ ყველაფერი მასშტაბური და გრანდიოზული წვრილმანებით იწყება.

მთელი მონდომებით არასწორი მიმართულებით მოძრაობა ბევრად უარესია, ვიდრე საერთოდ უმოძრაობა.

ნამდვილი გენიოსი იმ სამყაროში ცხოვრობს, რომელიც თვითონ მოიგონა და თვითონ ააშენა.

როცა არავინაა, ვისაც საკუთარ გრძნობებს, ფიქრებს გაუზიარებ, ფიქრები და გრძნობები ერთმანეთს უზიარებენ ტკივილს.

ყველაფერი ისე რომ იყოს, როგორც შენ გინდა, მაშინ ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნება.

იმის ყურებას თუ დაიწყებ, რასაც სხვები უყურებენ, მაშინ ფიქრებიც კოლექტიური გექნება და არა საკუთარი.

სიკვდილი – არა ცხოვრების დასასრული, არამედ მისი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

არასდროს შეიცოდო საკუთარი თავი, საკუთარი თავი მხოლოდ უსუსურ არარაობას ეცოდება.

ბედნიერება ყველას ერთნაირი აქვს, თუმცა უბედურია ყველა თავისებურად.

სულიერი ტკივილი, ტანჯვა – არჩევანია, რომელსაც ყველა საკუთარი ნებით აკეთებს.

ბედნიერება არასდროს მოდის ხმაურით, ხმაურიანი მხოლოდ უბედურებაა.

საჭირო სიტყვებს მხოლოდ მაშინ პოულობ, როცა უკვე ძალიან გვიანაა.

რაც უფრო მეტი ნაკლი აქვს ადამიანს, მით უფრო დიდი სიამოვნებით პოულობს საკუთარ ნაკლს სხვაში.

უნიკალური ადამიანი იმიტომაა უნიკალური, რომ ყოველთვის სჯეროდა საკუთარი უნიკალურობის.

სინამდვილეში, ძლიერი ადამიანები არ არსებობენ, არიან მხოლოდ ისინი, ვისაც სხვისი დარწმუნება შეუძლია საკუთარ სიძლიერეში.

ნებისმიერს სჭირდება ადგილი, სადაც ყოველთვის შეძლებს დაბრუნებას.

ილაპარაკო გულწრფელად – არ ნიშნავს თქვა სიმართლე!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები