LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხვირ-პირში მოხვდა, ზურა გირჩი დარჩა შარვალჩახდილი“ – შაქარიშვილი ჯაფარიძეზე თავდასხმას ეხმაურება

444
fot (1)

ცხვირ-პირში მოხვდა იმისთვის, ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო, ზურა დარჩა შარვალჩახდილი – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ლიდერი ვატო შაქარიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმას.

ამის შესახებ შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ზურა გირჩი შარვალჩახდილ ჯაფარიძე მიდიოდა ბორჯომში ახალგაზრდების მოსაწამლად (ტრენინგის ჩასატარებლად).

გორში „სმარტში“ გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც იფიქრა მესალმებაო და ცვხირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება!

დარჩნენ ბავშვები „განათლების“ გარეშე…“ – წერს ვატო შაქარაშვილი.

„მანქანაში მარტო მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვიღაც გიჟი“ – რას წერს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის თანამშრომელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g