LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოლ-შვილი რომ არ ჰყავდა, ამბობდა, ერთი სიცოცხლე დამრჩა და საქართველოსთვის უნდა ვიბრძოლოო“ – უკრაინაში გმირულად დაღუპული მიხეილ თევდორაძის მშობლები

159
დაღუპული გმირის მშობლები

13 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, მიხეილ თევდორაძე და სერგო ლისიხი ბახმუტთან შეტაკების დროს დაიღუპნენ.

„ჩვენ გერმანიაში გვეგონა. ორი თვე იყო გასული, როცა გავიგეთ, რომ უკრაინაში იყო. ამბობდა, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიბრძვიო“. – იხსენებს შვილთან საუბარს უკრაინაში გმირულად დაღუპული მიხეილ თევდორაძის მამა.

 

 

 

❗? “ერთი სიცოცხლე დამრჩენია და საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიბრძვიო” ????
? უკრაინაში გმირულად დაღუპული მიხეილ თევდორაძის მამა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 14 დეკემბერი, 2022

 

 

„თურმე უკრაინაში წასულა, ორი თვის მერე გავიგე, რომ დამელაპარაკებოდა ტელეფონში, ნათხოვარ მაისურს ჩაიცვამდა ხოლმე, ფორმით არ დამლაპარაკებია, მანამ სანამ არ გავიგებდი, რომ უკრაინაში იყო.

ავადმყოფი მამა დამიტოვა.. ცოლ-შვილი რომ არ ჰყავდა, ამბობდა, ერთი სიცოცხლე დამრჩა და საქართველოსთვის უნდა ვიბრძოლოო“, – ამბობს მიხეილ თევდორაძის დედა „ტვ პირველთან“.

 

 

? “ნათხოვარი მაიკებით მელაპარაკებოდა, ფორმა რომ არ დამენახა”
? უკრაინაში გმირულად დაღუპული მიხეილ თევდორაძის დედა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 14 დეკემბერი, 2022

 

 

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მეომარი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში უკვე 36 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბახმუტის მისადგომებიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ – როგორია დაჭრილების მდგომარეობა

პოპულალურები