LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა უცნაური კითხვები იყო – ნოდარ მელაძემ განმარტა, რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე

381
ნოდარ მელაძე

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის გამოკითხვა პროკურატურაში დასრულდა.

„რამდენიმე გამომძიებელია გამოყოფილი. რომ გითხრათ, დამრჩა განცდა, რომ მთელი საგამოძიებო უწყებების რესურსია მობილიზებული,რათა სასწრაფოდ მისცეს პასუხისგებაში ის ადამიანები, ვინც ასეთ ბოროტებას ჩადიოდა, ასეთი განზრახვა მე პროკურატურისგან ვერ დავინახე“, – განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა მელაძემ. 

როგორც ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ამგვარი განცდა იმიტომ დარჩა, რომ ვინც ასეთ ბოროტებას ჩადიოდნენ ახლაც მუშაობენ სუს-ში, ახლაც არსებობს ამ დანაშაულის განმეორებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ჟურნალისტმა მედიასთან ისაუბრა იმ კითხვებზე, რომელიც მას საგამოძიებო უწყებაში დასვეს.

“იმის გამო, რომ ეს ბმული,სადაც ამდენი ათასი ფაილი იყო ატვირთული, საჯარო სივრცეში გავრცელდა, ყველა ტელევიზიას თანაბრად დაეგზავნა. ანუ ამ შემთხვევაში, ინფორმატორი ან წყარო ჩვენგან არ მოითხოვდა რაიმე განსაკუთრებულ დაცვას, იმიტომ, რომ ეს იყო ღია სივრცეში ახლაც არის ატვირთული, დღესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს და ჩამოქაჩოს ეს ვიდეოფაილები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს მიერ ხელთ არსებული ინფორმაცია – როდის და რა იუზერით გამოიგზავნა და ამ შემთხვევაში, ჩვენთან “ფეისბუქიდან” გამოიგზავნა, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველოს პროკურატურას.

ცოტა უცნაური კითხვები იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ პროკურატურა ინტერესდებოდა მაგალითად იმით, მოდი, მოგვიყევი იქ, რაც წაიკითხეო.

ვუთხარი, რომ არსებობს ბმული, დაგისახელეთ ეს ბმული,ორი დღეა ყველასთვის ცნობილია ეს ყველაფერი, შეგეძლოთ თავად ჩამოგექაჩათ და თავად წაგეკითხათ ეს ყველაფერი-მეთქი.

მერე გვთხოვეს, თქვენ რა მასალებიც გაქვთ უკვე გადმოწერილი ამ ვებგვერდიდან, იქნებ მოგვაწოდოთ ეს მასალები და რას ეხებაო.

კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ რთულად დასამუშავებელი ტექნიკური ფაილებია, ვინც ტელევიზიებიდან ჩამოქაჩა იცის, რომ ნაწილი დაზიპულია, არ იხსნება და პრობლემურია.

ვუთხარი, რომ პროკურატურაში თუ ტექნიკური საშულებები გააჩნიათ, ჩვენი ტექნიკური საშუალებები იმასთან ვერ მივა და ამდენი ხანი მეგონა, რომ უკვე ჩამოქაჩული გექნებოდათ და უკვე იდენტიფიცირებული გექნებოდათ, ის სავარაუდო კანონდარღვევები, რაც აქედან იკვეთება – მეთქი.

შემდეგ იყო კითხვა, რომ თუ მოახდინეთ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც უკანონოდ გისმენდნენ და თუ შეგიძლიათ მათი დასახელებაო.

ვუთხარი, რომ ამ ადამიანების ვინაობა თავად იმ ოპერატიულ ოქმებშია,რომელიც არის ატვირთული, შეუძლიათ ეს ოპერატიული ოქმები ამ წუთასვე ჩამოტვირთონ საიტიდან და მარტივად დაადგენენ იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს,რომლებიც უკანონო მოსმენას ახორციელებდნენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მღვდლების,მონაზვნების ეპისკოპოსების და პატრიარქის უშუალო გარემოცვის”, – აცხადებს ნოდარ მელაძე.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში კითხვა ასევე დაუსვეს ჟურნალისტების უშუალო მოსმენებთან დაკავშირებით. ნოდარ მელაძის განმარტებით, გამომძიებლებს განუმარტა, რომ თავს დაზარალებულად თვლის და აპირებს დამატებით შეიტანოს სარჩელი იმის გამო, რომ უკანონოდ ხორციელდებოდა მოსმენა.

რაც შეეხება ადვოკატ, ლევან მახარაშვილის პოზიციას, როგორც მან განმარტა, დაახლოებით, ორსაათნახევარი მიმდინარეობდა გამოკითხვა და დეტალურად გაეცა პასუხი ყველა კითხვას. ამასთან, გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები