LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-19 და ავიაციის გამოწვევები: საწყის ნიშნულამდე დაბრუნება მარტივი არ იქნება

79
Psych-cheap-flights-GettyImages-126346908

რა გამოწვევების წინაშე დააყენა COVID-19-მა ავიაციის სექტორი – თემაზე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ავიაციის სექტორის საწყის ნიშნულამდე დაბრუნება მარტივი არ იქნება – ფრენების აღდგენიდან დაახლოებით 1 წლიანი პერიოდი დასჭირდება ავიაციას, რათა მეტნაკლებად აქტიურ ფაზაში შევიდეს.

“ეს იქნება საკმაოდ რთული გზა. ჩვენ რეგულარულად ვეცნობით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროგნოზები და რეალობაში რა სურათი გვექნება ამას მომავალი გვიჩვენებს. ამ ეტაპზე რაიმე ციფრები, ან რაიმის პროგნოზირება რთულია, თუმცა ვვარაუდობ, რომ მინიმუმ 1 წლიანი პერიოდი მაინც იქნება საჭირო მეტ-ნაკლებად აქტიურ ფაზაში შევიდეს გადაყვანა-გადაზიდვების წარმოება, რეგულარული ფრენების განახლება. ვიმეორებ, რომ ეს იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური ვითარება“, – განმარტა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები