LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Covid-19-ის გავლენა – ბათუმის სასტუმროებში ოთახის საშუალო ღირებულება დაიკლებს

157
sastumro1

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-მა სასტუმროების სექტორზე პანდემიის გავლენის შესაფასებლად, ბათუმის მასშტაბით სასტუმროების მეპატრონეებისა და ოპერატორების გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა ჩატარდა მაისის პირველ კვირაში და მოიცვა როგორც ბრენდული, ისე არაბრენდული სასტუმროები. განთავსების საშუალებების კვლევაში მონაწილეობის გამოხმაურების მაჩვენებელი შეადგენდა 37% -ს. გამოკითხული სასტუმროების იდენტიფიცირება მოხდა მიზნობრივი შერჩევის მეთოდით.

ჯავშნები

როგორ კვლევაში წერია, Covid-19-ის პანდემიამ ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის სფეროს უდიდესი ზიანი მიაყენა. გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც ბათუმის ტურისტული სექტორი აღმოჩნდა. აჭარის რეგიონში ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 7 აპრილს სწორედ ბათუმში დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისისგან განსხვავებით, აჭარის რეგონში პირველი შემთხვევა აპრილის თვეში გამოვლინდა, ქვეყნის საერთო ეპიდსიტუაციამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ბათუმის სასტუმროების ჯავშნებზე. ჯავშნების გაუქმებების პირველი ტალღა მარტის პირველი კვირიდან დაიწყო. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ფიქსირდება COVID ინფიცირების მკვეთრი ზრდა. ამას მოყვა მარტის შუა რიცხვებიდან ჯავშნების მასიური გაუქმება, რაც უკვე უკავშირდება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებულ ეპიდემიურ სიტუაციას. დღეის მდგომარეობით, გამოკითხული სასტუმროების 42.9%-ს ჯავშნები ივლისის თვემდე აქვს გაუქმებული, ხოლო მათი 28.6% სტუმრებს პირეველ აგვისტომდე არ ელოდება. ამ სასტუმროების წარმომადგენელთა ვარაუდით, შესაძლებელია, ახლო მომავალში დარჩენილი ჯავშნების დიდი ნაწილიც გაუქმდეს. სამწუხაროდ, განთავსების საშუალებების 28.6%-მა ვერ შეძლო ვერცერთი ჯავშანის შენარჩუნება. აღსანიშნავია ის, რომ ბათუმის განთავსების საშუალებების ბაზარი მჭირდოდ თანამშრომლობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ ტურისტულ სააგენტოებთან და მათი ჯავშნების უდიდესი წილი სწორედ ასეთი სააგენტოებიდან მოდის. დღეისათვის ბათუმში დახურულია ყველა ის სასტუმრო, რომელიც არ არის ჩართული საკარანტინო რეჟიმში. ბოლო ინფორმაცით, ქალაქ ბათუმში 2018 წლისათვის ოპერირებდა 232 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება, რომლებშიც ადგილების საერთო რაოდენობა აღემატებოდა 13,200- ს. ამ დროისათვის, საკარანტინო რეჟიმში ჩართულია და შესაბამისად ფუნქციონირებას აგრძელებს 18 სასტუმრო, რაც მთლიანი სექტორის მხოლოდ 8%-ს წარმოადგენს.

სამომავლო საფასე პოლიტიკა

„საინტერესო სურათი ისახება სამომავლო საფასე პოლიტიკასთან მიმართებაში. თუკი თბილისის სასტუმროების გამოკითხულთა ნახევარზე მეტი არ გეგმავს საფასე პოლიტიკაში ცვლილების შეტანას, ბათუმის განთავსების საშუალებების შემთხვევაში 86%- მიაჩნია, რომ საფასე პოლიტიკა აუცილებლად გადაიხედება და ოთახის საშუალო ღირებულება დაიკლებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ განსხვავებით ბრენდული სასტუმროებისგან, საოჯახო ტიპის განთავსების საშუალებებში საშუალო ფასი გაცილებით დაბალია; აქედან გამომდინარე, ცვლილება მათ საფასე პოილიტიკაში ვერ იქნება იმდენად მკვეთრი, როგორიც ბრენდული სასტუმროების საშუალო დღიურ ფასში (ADR)“, – წერია Cushman & Wakefield-ის კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები