LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცქიტიშვილი მაკო გომურზე: ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი, დახმარება გაგრძელდება

97
145768325-347842192913436-8503533161776453577-n (1)

სამწუხაროა, ივნისის აქციისას დაზარალებულ მაკო გომურის მკურნალობის თანხებთან დაკავშირებით რაიმე სახის უხერხულობა თუ შეიქმნა,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მაკო გომურსა და სხვა დაზარალებულებს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ეხმარებოდნენ და ეს პროგრამა გაგრძელდება.

”როგორც იცით, მაკო გომურის მკურნალობის კურსი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო”.-  აღნიშნა ცქიტიშვილმა.

“თვალში მიდევს პირველი პროთეზი, მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ, გამეცით პასუხი თუ უკვე შეიმშრალეთ დაბანილი ხელები?” – მაკო გომური ხელისუფლებას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები