საზოგადოებრივი მაუწყებელი მომღერალ მარიამ როინიშვილის შესრულებით “იავნანას” აქვეყნებს.
მარიამის მიერ ემოციურად შესრულებულმა დედის სიმღერამ მაყურებლებში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია. ამას მოწმობს არაერთი ადამიანის გამოხმაურება სოციალურ ქსელში.
“შეუდარებელია”, “სასწაული შესრულებაა”, “ცრემლის გარეშე ვერ მოისმენ”, – უწერენ კომენტარებში მარიამს.