LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცუნამი სანატრელი იქნება.. 800 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდება“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე კოვიდის მორიგ ტალღაზე

5671
Untitled design (1)

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიის მორიგი, მოსალოდნელი ტალღის შესახებ წერს.

ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე ზამთარში, ჩინეთში კოვიდით, სავარაუდოდ, 800 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდება.

ჯანდაცვის ექსპერტი წერს, რომ „ცუნამი სანატრელი იქნება“.

აშშ-ის საზოგადოებრივი რადიო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახლა კოვიდ 19 ჩინეთში იმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ოდესმე.

როგორც გამოცემა წერს, ახლა ჩინეთში, სავარაუდოდ, მსოფლიოში კოვიდპანდემიის ყველაზე მასშტაბური ტალღაა.

„ჩინეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კორონავირუსით 800 მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს. ნაწილი პროგნოზირებს, რომ კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა, შესაძლოა, ნახევარ მილიონს, ან მეტსაც მიაღწიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები