სთრიმინგ სერვერმა HBO-მ სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ პირველი თრეილერი გაავრცელა. ვიდეორგოლში გამოჩნდა სერიალის ყველაზე კაშკაშა და საინტერესო მომენტები. ახალი ეპიზოდის სახელწოდებაა „ისტორია გრძელდება“ და თრეილერიდან უკვე ჩანს, რომ ის ძალიან საინტერესო გამოდის.
პირველივე კადრებში ჩანან სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიკსონი და კრისტინ დევისი. რგოლიდან ჩანს, რომ კერი, მირანდა და შარლოტა დიდი ხნის ნაცნობებს ხვდებიან, მაგრამ ვის, ჯერ სიურპრიზია.
ასევე ახალ თეილერში ჩანს მისტერ ბიგი, თუმცა ახალი ეპიზოდის სცენარი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კიმ კეტროლს სერიალში ნიკოლ არი პარკერი შეცვლის.