LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაახლოებით 450 შემთხვევიდან 11 ბავშვია გარდაცვლილი.. წინასწარი მონაცემები დრამატულად გამოიყურება“ – რას წერს ნანა გეგეჭკორი ბავშვებში გავრცელებულ ახალ დაავადებაზე?

17973
BeFunky-collage (8)

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი  ბავშვებში გამოვლენილი, ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ დაავადების გამომწვევი, გადაცემის გზები, სიმძიმის განმაპირობებელი პრედიქტორები, არაფერი ჯერ ცნობილი არაა.

“5 მაისის მონაცემებით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იკვლევს, ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის 109 შემთხვევას. სამწუხაროდ 90%-ს დაავადებულებისას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. აქედან 14%-ს იმდენად მძიმე ფორმა ჰქონდა, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გახდა საჭირო, 5 ბავშვი გარდაცვლილია.

მსოფლიოში დაახლოებით 450 შემთხვევიდან 11 ბავშვია გარდაცვლილი. დაავადების გამომწვევი, გადაცემის გზები, სიმძიმის განმაპირობებელი პრედიქტორები, არაფერი ჯერ ცნობილი არაა.

უცნობი ეტიოლოგიის ჰეპატიტით დაავადებულების უმრავლესობას ადენოვირუსული ინფექცია აღმოაჩნდა. ზოგადად ადენოვირუსები ბავშვებში ჰეპატიტებს არ იწვევენ.

მოკლედ, ჯერჯერობით ამ ახალი დაავადების ცოდნა არ გვაქვს. წინასწარი მონაცემები დრამატულად გამოიყურება. ბევრად, ბევრად უფრო დრამატულად ვიდრე კოვიდ პანდემია.

ბავშვებს მაინც გაუფრთხილდით. საკუთარი თავისთვის და გარშემომყოფებისთვის, ადამიანების უმეტესობას, ხელის დაბანა და მარტივი პირბადის ტარებაც კი რომ არ შეუძლია, ეს უკიდურესად სამწუხარო ამბავი, კოვიდ პანდემიამ უკვე აჩვენა.
როგორც ჩანს წინ ახალი გამოწვევებია …”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

“მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება” – რას წერს მაია ბუწაშვილი ბავშვებში ახალი, გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები