უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში ემოციური სიტყვით გამოსვლის დროს, ევროკავშირის წევრებს მიმართა.
“დღეს ყველა გაერთიანდა. რუსები დიდ ფასს გადაიხდიან იმ ტრაგედიისთვის, რაც უკრაინაში დაატრიალეს. ჩვენ დღეს ვკარგავთ საუკეთესო სიცოცხლეებს, მაგრამ ისინი სიცოცხლეს სწირავენ ფასეულობებს და იდეებს. ძალიან მიხარია, რომ თქვენ ამაზე არამხოლოდ ლაპარაკობთ, არამედ საქმესაც აკეთებთ.
ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ გვყავს ძალიან მოტივირებული ხალხი, ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის და ახლა უკვე გადარჩენისთვის. ჩვენ ვიბრძვით, რომ ვიყოთ ევროპის თანაბარი წევრები.
ჩვენთან ევროკავშირი უფრო ძლიერი იქნება, თქვენს გარეშე უკრაინა მარტოხელაა. ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს ძალას.
თქვენ დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, დაამტკიცეთ, რომ ევროპელები ხართ, მაშინ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს და სინათლე დაამარცხებს სიბნელეს. დიდება უკრაინას,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: