LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაავადება “გაციება” არ არსებობს” – ჰიგიენის დაცვის საჭირო და აქტუალური რჩევები პედიატრისგან

7701660a-resize-820x0x100

ქვეყანაში ვირუსების გავრცელებამ, ავადობის მაჩვენებლისა და ფატალური შემთხვევების მატებამ, პრევენციისთვის ჰიგიენის აუცილებლობაზე საუბარი გაააქტიურა.

ექიმები ავრცელებენ რჩევებსა და  რეკომენდაციებს, როგორ დავიცვათ თავი სეზონური გრიპისგან. პირადი ჰიგიენის წესებზე წერს პედიატრი ანა მაღრაძე, რომლის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

  1. პირადი ჰიგიენის წესების დაცვა (განსაკუთრებით დაავადებულებისთვის!!)!! ოთახის სველი წესით დამუშავება, განიავება,ხელის დაბანა გამდინარე თბილი წყლით და საპნით ყოველი პროცედურის – ცემინება, ცხვირის გასუფთავება, ნიღბის შეცვლა და ა.შ.. შემდეგ!!!
  2. სახლში შესვლისთანავე ფეხსაცმელი , ქურთუკი გამოიცვალეთ შესასვლელ ოთახში, დაბანეთ ხელი!!!
  3. ნიღაბი აუცილებლად უნდა ატაროთ, თუნდაც უბრალო “გაციების” სიმპტომები გქონდეთ!
  4. დაივიწყეთ ტერმინი : “ავად არ ვარ , უბრალოდ გაციებული ვარ”!!!!!!
  5. დაავადება “გაციება” არ არსებობს!!! ეს ინფექციის მსუბუქად მიმდინარეობის სიმპტომებია!!!
  6. მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს!!!
  7. ცემინების, ხველის დროს აუცილებლად აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი, ნიღაბი შეცვალეთ 2 სთ-ში ერთხელ!!!
  8. ნიღაბის “წაღმა-უკუღმას” მნიშვნელობა დადგენილია – მას აქვს დამცავი შრე(მუქი ლურჯი) და ფილტრი (ღია ფერის) , ასე რომ გაიკეთეთ ისევ ისე “ტრადიციულად”?? ლურჯი ფილტრით გარეთ!!!
  9. ნუ გაუშვებთ ბავშვებს სკოლა-ბაღებში ან ნუ წაბრძანდებით სამსახურში ,სტუმრად , სავაჭრო-გასართობ ცენტრში- შემდეგი სიმპტომებით: სურდო, ცემინება , ხველა, ყელის და თავის ტკივილი, თუნდაც სუბფებრილური ტემპერატურა(37-37,5C)!!!! -ნებისმიერი ეს სიმპტომი ინდივიდუალურია და ერთი და იგივე ვირუსული ინფექციის დროს სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული სიძლიერითაა გამოხატული!!!
  10. არცერთი დაავადება ,მითუმეტეს გრიპი არ არის საშიში , თუ დროულად ხდება მისი აღმოჩენა , მკურნალობა და პრევენცია!!!
  11. დროულად მიმართეთ ოჯახის ექიმს!! პირდაპირ სტაციონარში გაქცევა სიმპტომებს ვერ შეგიმსუბუქებთ!!
  12. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე – 2-2,5 ლ. დღეში!!!??
  13. პრევენციის ერთერთი და უპირობო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია!!?
  14. დაიცავი საკუთარი თავი და დაიცავი გარშემომყოფებიც!!! – წერს პედიატრი

 

https://www.facebook.com/a.maghradze/posts/2106520802726754

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები