LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადიანების ქონების პრივატიზებისთვის, მინისტრის ყოფილი მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

195
45172-1

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 15 000 ლარი განუსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, დადასტურდა, რომ 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კახა დამენიამ, რომელიც კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით, უკანონოდ მოახდინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი ღია თეატრის ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 994,6 კვ.მ. მიწის ფართობის პრივატიზება.

ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღსა და ეკატერინეს სასახლეს აღადგენენ

„სახელმწიფოს მხრიდან სათანადო კონტროლით, მოვლა-პატრონობის პირობის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის გასხვისებამ გამოიწვია პრივატიზებული ტერიტორიის გავერანება, დაირღვა დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის, როგორც საბაღე-საპარკე ხელოვნების შემადგენელი ნაწილის ერთიანი კონტექსტი და საფრთხე შეექმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კახა დამენია დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი გულგრილობაში და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები