LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა“ – რა განცხადებას ავრცელებს ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი

2253
work abroad (1)

კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი“ ლაგუნა ვერეს შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „ფორმულასთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლაგუნა ვერეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება.

„დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები  დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ქართუ ფონდმა“ ლაგუნა ვერე გაყიდა. მყიდველი შპს „ნეო სითი დეველოპმენტია“. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2023 წლის 23 მარტს დარეგისტრირდა. შპს „ნეო სითი დეველოპმენტის“ წილის 100%-ს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, მარიკა ვერულაშვილი ფლობს.

„ქართუ ფონდმა“ ლაგუნა ვერე გაყიდა – ვინ გახდა ახალი მფლობელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g