LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართუ ფონდმა“ ლაგუნა ვერე გაყიდა – ვინ გახდა ახალი მფლობელი

607
ლაგუნა ვერე

„ქართუ ფონდმა“ ლაგუნა ვერე გაყიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ირაკლი აბესაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მყიდველი შპს „ნეო სითი დეველოპმენტია“.

„კოსტავას ქუჩაზე ცათამბჯენების მშენებლობის მძიმე პრობლემის გადასაფარად წლის დასაწყისში კალაძე ამტკიცებდა, რომ აუზს მუნიციპალიტეტი აღადგენდა – რაც მისი მორიგი ტყუილი აღმოჩნდა.

ივნისში იგივე კალაძემ საერთოდ ეჭვის ქვეშ დააყენა იქ აუზის არსებობის მიზანშეწონილობა და თქვა, რომ ყველაზე დაბინძურებულ ადგილას აუზის არსებობის გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან ერთად მიიღებდა“, – წერს ირაკლი აბესაძე.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ნეო სითი დეველოპმენტი“ 2023 წლის 23 მარტს დარეგისტრირდა. კომპანიის წილის 100%-ს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, მარიკა ვერულაშვილი ფლობს.

magti 5g