LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებული არავინ არ არის, აქციაზე 5500-მდე მოქალაქე იმყოფებოდა – შსს

141
gggggg51286566-403

“დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე არავის დაკავება არ მომხდარა და აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა”, – ეს განცხადება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთა. მისივე თქმით, აქციაზე 5500 ადამიანი იმყოფებოდა.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო

უგულავას განმარტებით, ქვიშით სავსე ტომრები "კარვების დასამაგრებლად" სჭირდებათ.

„შსს-მ უზრუნველყო 17 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის ჩატარება. მოგახსენებთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე. ასევე აქცია იმართებოდა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, ბათუმში იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შსს განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

დააკავეს თუ მოარიდეს: პოლიციამ აქციიდან ნასვამი ახალგაზრდა წაიყვანა (ვიდეო)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები