LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებული კარტოგრაფების მხარდასაჭერად ხვალ აქცია გაიმართება

80
dak 3

ხვალ, დაკავებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერები სასამართლოსთან მხარდამჭერ აქციას გეგმავენ. პროცესი 14 საათზეა დაგეგმილი. ადვოკატები გეგმავენ, დაკავებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენონ.

“ივერისა და ნატალიას პატიმრობა ქვეყნის სირცხვილია. ამიტომ, 28 იანვარს 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოს ეზოში გამოვუცხადოთ მხარდაჭერა პოლიტპატიმრებს და შევახსენოთ საკუთარ თავსაც, რომ თავისუფლებისთვის ომში მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ!”, – წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს დაკავებულების ადვოკატები მათ მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები