LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკოტა ჯონსონი და მელანი გრიფიტი ქუჩაში ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ (ფოტო)

335

მანამ, სანამ ინტერნეტში „გრეის 50 ელფერის“ ახალ ფოტოს განიხილავენ, დაკოტა ჯონსონი შვებულებას კოლორადოს მთიან კურორტზე ატარებს. მსახიობი იქ დედასთან. მელანი გრიფიტთან ერთად იმყოფება. პაპარაცებმა პოპულარული დედა-შვილი კურორტზე სეირნობისას გადაიღეს. 28 წლის დაკოტა ჯონსონი თბილ სპორტულ სამოსში და ბეწვის ქუდში იყო გამოწყობილი. ასევე სპორტული სტილის სამოსით ვიხილეთ 60 წლის მელანი გრიფიტიც, რომელიც ქალიშვილთან ერთად ხელჩაკიდებული სეირნობდა.

შეგახსენებთ, რომ დაკოტა ჯონსონის მსგავსად, მელანი გრიფიტსაც საკმაოდ დატვირთული წელი ჰქონდა. 2017 წელს მსახიობმა ერთდროულად სამ კინოპროექტში მიიღო მონაწილეობა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები