„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ „თბილისში ქართულმა ოცნებამ დიდი სხვაობით წააგო“. მისივე განმარტებით, კახა კალაძე აგებს, როგორც თბილისის მერობის, ასევე პარტიულ ნაწილშიც.
ყველას ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ნიკა მელია გააქტიურებისკენ მოუწოდებს „რათა საქმე გამარჯვებამდე იქნას მიყვანილი“.
„მეგობრებო. როგოც თბილისის მერობის კანდიდატმა მინდა მოგმართოთ ჩემს ფეისბუქ მეგობრებს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისი ქართულმა ოცნებამ წააგო დიდი სხვაობით. აგებს ბატონი კალაძეც, თბილისის მერობის ნაწილში. პარტიულ ნაწილშიც ოპოზიცია მას მნიშვნელოვნად უგებს. საკრებულო თავიდან ბოლომდე აქვს წაგებული.
ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვინც კი არ მისულხართ ან ვერ მოახერხეთ არჩევნებზე მისვლა, მივიდეთ და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ანუ გამარჯვებამდე.
პასუხს ვაგებ თითოეულ ჩემ სიტყვაზე. თბილისში ქართულმა ოცნებამ წააგო. აგებენ ორივე, რეფერენდუმის და თბილისის მერის ნაწილშიც. წავიდეთ ყველანი არჩევნებზე, ვინც ჯერ კიდევ არ ვყოფილვართ“, – აცხადებს ნიკა მელია.