LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანილოვი: უნგრეთმა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ იცოდა, ტერიტორიის წაღება სურდათ

267
BeFunky-collage (3)

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის მტკიცებით, უნგრეთმა იცოდა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებდა.

“უნგრეთი ღიად აცხადებს რუსეთის ფედერაციასთან საკუთარი თანამშრომლობის შესახებ. მეტიც, პუტინის მიერ გაფრთხილებული იყვნენ, რომ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა იქნებოდა. თქვენ ნახეთ მათი პოზიცია”. – თქვა დანილოვმა.

დანილოვის მტკიცებით, უნგრეთს უკრაინის ტერიტორიის მიტაცებაც სურდა.

„ის რატომღაც მიიჩნევდა, რომ შეუძლია წაიღოს ტერიტორიის თავისი ნაწილი. ეს არასდროს მოხდება. ვნახოთ, რა შედეგები იქნება ამ ომის შემდეგ ამ ქვეყნისთვის“, – აღნიშნა დანილოვმა.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთი აპირებს ვეტო დაადოს ევროკავშირში რუსულ ენერგომიმწოდებლებზე შეზღუდვების დაწესებას. ამას გარდა, ამავე ინფორმაციით, უნგრეთი შესაძლოა რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის საფასურის რუბელბში გადახდას აპირებდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g