LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება ქუთაისში – 300-მდე ოჯახს დახმარება შეუჩერდა

101
Capture

ქუთაისში, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარების თანხა არ ჩაერიცხათ და დახმარება შეუწყდათ.

სააგენტოს იმერეთის ცენტრის განმარტებით, დახმარების შეწყვეტის მიზეზი გეგმიური შემოწმებაა, შემოწმების დასრულების შემდეგ კი დახმარებას ის ოჯახები მიიღებენ, ვისი ქულებიც უცვლელი დარჩება.

 

აქციის მონაწილეები განმარტებას მოითხოვენ. მათი თქმით, ბოლო შემოწმება ცოტა ხნის წინ ჩატარდა და გაუგებარია რატომ გახდა საჭირო სოციალურად დაუცველთა განმეორებითი შემოწმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები