LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე მარტის თვეში 44 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა

89
jason-wong-edcUaaNaowU-unsplash_608abb1b1b31f

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა, მხოლოდ ბოლო სამ თვეში, 8 929 ადამიანით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად კი, 2021 წლის დეკემბრის თვეში საარსებო შემწეობა 643 167-მა ადამიანმა მიიღო, მიმდინარე წლის იანვარში 648 176-მა ადამიანმა, თებერვალში – 650 584-მა, მარტის თვეში კი სახელმწიფოსგან დახმარება 176 837-მა ოჯახს, ანუ 652 096 პირს ჩაერიცხა,  რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.5%-ს შეადგენს. ცნობისთვის, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე გადარიცხულმა თანხამ მარტის თვეში 44 413 040 ლარი შეადგინა.

ამავე თემას გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, ინფორმაცია რომ „ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი გაიზარდა“ რეალობას არ ასახავს.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში Сovid-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე, 2020 წლიდან გამოცხადდა მორატორიუმი, რაც იმას გულისხმობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესი დროებით შეჩერდა, შესაბამისად გაფართოვდა დახმარების მიმღებთა წრეც. მორატორიუმის პერიოდში, არ ხორციელდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება. შესაბამისად, ბაზაში ხდება მხოლოდ პირთა დამატება და არ ხდება, სოციალური სტატუსის გაუმჯობესების შედეგად, მოქალაქეთა სოციალურად დაუცველთა სიიდან გადინება. ამასთანავე, 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა ბავშვის ბენეფიტი და გაიზარდა აღნიშნული სარგებლის მიმღები ოჯახების რაოდენობაც. ბავშვის ბენეფიტს 100 000 ქულის მქონე ოჯახების ნაცვლად, უკვე იღებენ 120 000 ქულის მქონე ოჯახები, რამაც ასევე გაზარდა დახმარების მიმღებთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ის განაცხადი, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი გაიზარდა არ ასახავს რეალობას“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებენ, 50%-ით გაიზარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები