LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის – დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

81
BeFunky-collage

„ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც რამდენიმე წუთში „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა მათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა არც ბანერების გაშლის უფლება მისცეს, რის გამოც სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი სამტრედიის ქუჩაზე, ასფალტზე დააფინეს. ბანერზე გაკეთებულია წარწერა: „არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს“.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. “ფორტუნა” ინფორმაციის დაზუსტებას შსს-თან ცდილობს.

“ეს არის ფარსი, ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია” – „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, აქცია იმართება

„ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილი არიან მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,„ ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენების შემოქმედია“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები