LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ფარსი, ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია” – „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, აქცია იმართება

115
BeFunky-collage

„არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“, „სისტემა კლავს!“ – ამ ტიპის შესახილებით „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება.

აქტივისტები, რომლებმაც 47-ე დღეა, პარლამენტთან საპროტესტო კარავი გაშალეს, ამბობენ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ არიან ლეგიტიმურად არჩეულები. ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, სირცხვილია, რომ გავრილოვის ღამის შემოქმედი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება.

“ის ხალხი, ვინც წაგვართვა არჩევნები, სურვილი აქვს, მიიტაცოს სახელმწიფო და გააუქმოს დემოკრატიული პროცესები, დღეს იკრიბება ექსპოჯორჯიაში. ეს არის ფარსი. არავითარი კენჭისყრა არ იქნება, ყველაფერი ფორმალურია, კომუნისტური პარტიის ყრილობაა. ყველაფერი წინასწარ დადგმული და გადაწყვეტილია. ამიტომ ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოება, მათთან მივალთ, ჩვენს ხმას გავაგონებთ  და ყველას ვაგრძნობინებთ, რომ არავის შერჩება გაყალბებული არჩევნები”. – აცხადებს საზოგადოება 2020-ის დამფუძნებელი გიორგი მუმლაძე.

შეგახსენებთ, ახალი თავმჯომარის პოსტზე ირაკლი კობაიხძის კანდიდატურაა წარდგენილი. ასევე, დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც.

როგორც ცნობილია, დღევადელ ყრილობას არ დაესწრება ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს თავისი “ტრამპისეული” ამბავი აქვს – “ვაშინგტონ პოსტი” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერს

 

 

ფოტო: რუსთავი 2

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g