LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს თავისი “ტრამპისეული” ამბავი აქვს – “ვაშინგტონ პოსტი” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერს

292
dsdsds

“ვაშინგტონ პოსტი” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ვრცელ სტატიას უძღვნის.
როგორც უცხოური გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს თავისი “ტრამპისეული” ამბავი აქვს. ჟურნალისტი წერს, რომ მილაირდერმა ბიძინა ივანიშვილმა, თავისი ოლიგარქიული მმართველობით სწორედ ტრამპისეული ამბავი შექმნა.
ახლა კი, 64 წლის ოლიგარქი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მხოლოდ ქველმოქმედებაზე კონცენტრირდეს.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ პოსტსაბჭოთა ლიდერები, იშვიათად მიდიოდნენ ხელისუფლებიდან ნებაყოფლობით და მაგალითად მოჰყავს ვლადიმერ პუტინის მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელმაც შესაძლოა პუტინი რუსეთის ხელისფლებაში 2036 წლამდეც კი დატოვოს. ჟურნალისტი პარალელს ასევე ავლებს ბელორუსის პრეზიდენტის ქმედებასთან, როდესაც ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი მეექვსე ვადით გამარჯვებულად გამოაცხადა.

ასევე ვკითხულობთ, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილების ბევრს არ სჯერა. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის კულუარებიდან ქვეყნის მართვას მაინც გააგრძელებს.

სტატიაში ჟურნალისტი ოქტომბრის არჩევნების თემასაც ეხება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების” ოფიციალური გამარჯვებისა, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

„პრობლემა იმაშია, რომ ამის ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტებიდან და რეგიონალური პოლიტ-ანალიტიკოსებისგან ცოტას თუ სჯერა ამის. მათი თქმით, ის, სავარაუდოდ, გააგრძელებს მმართველობას კულისებიდან და თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას მმართველ პარტიაზე, რომელსაც მზარდ ანტიდემოკრატიულ მიდრეკილებებში ადანაშაულებენ”-წერს ჟურნალისტი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებას ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს.
სტატიაში მოყვანილია ელენე ხოშტარიას ციტატა, სადაც პოლიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი ისედაც მმართველობის სათავეშია და მას “არავინ და არაფერი უშლის ხელს არაფორმალური მმართველობის გაგრძელებაში.”

სტატიაში ასევე ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებაც.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური კონკურენტია.

“ის გააგრძელებს არაფორმალურ მმართველობას, ის ამას შეჩვეულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამჯერად ივანიშვილი არ აპირებს იმავე ხრიკის გამოყენებას,”-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

“2013 წელს მან თქვა, რომ გააგრძელებდა ფინანსურ მხარდაჭერას და დაფინანსებას არაოფიციალურ როლში. მაგრამ ამ შემთხვევაში ის შედარებით რადიკალურია და ამბობს, რომ არ ჩაერევა ამ პროცესში. გასულ კვირას მან ქართველებს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკიდან მისი ბოლო წასვლაა”- წერს ჟურნალისტი.

ვაშინგტონ პოსტის სტატიაში მოყვანილია ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ “ფორბსის” მიხედვით, მის განკარგულებაში 4,8 მილიარდი დოლარია.
მისივე ინფორმაციით, ქონება მან 90-იანი წლების დასაწყისში დააგროვა.

“ის ცხოვრეობს 108.000 კვადრატულ მეტ ფართობში, შუშის სასახლეში, რომელიც გადაჰყურებს საქართველოს დედაქალაქ თბილისს. მის ხელოვნების ნიმუშების კოლექციაში კი შედის პიკასოს და მონეს ნამუშევრები”-აღნიშნავს ჟურნალისტი.

ის ასევე წერს, რომ ივანიშვილი 90%-ს თავისი ქონებიდან ქველმოქმედებას მოახმარს. ივანიშვილი და მისი მეუღლე კი მხოლოდ 200 მილიონ დოლარს დასჯერდებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები