LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული ვარ, არცერთი კანონი არ აქვს წაკითხული – საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ „ვეტომდებელი“ არ იქნებოდა“ – კობახიძე პრეზიდენტზე

200
კობახიძე და სალომე

„არ მგონია, პრეზიდენტს ჰქონდეს წაკითხული ან ამერიკული კანონი, ან რუსული, ან ეს კანონპროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი არ აქვს წაკითხული და ასე გააკეთა ემოციურ ფონზე ეს განცხადება“, – აღნიშნულის თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც იგი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს.“

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დარწმუნებულია, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი სალომე ზურაბიშვილს წაკითხული არ აქვს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ არ იქნებოდა „ვეტომდებელი,“ ახლა კი ჯერ კიდევ განუხილავ კანონს ვეტოს ადებს:

მოძრაობა „ხალხის ძალა“: პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი

„ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია, რომ განხილვებიც კი არ არის დაწყებული პარლამენტში და უკვე ვეტოს ადებს ბუნებაში არარსებულ კანონს. არ მგონია, პრეზიდენტს ჰქონდეს წაკითხული ან ამერიკული კანონი, ან რუსული, ან ეს კანონპროექტი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი არ აქვს წაკითხული და ასე გააკეთა ემოციურ ფონზე ეს განცხადება. მისი უფლებაა, ამაში ჩვენ ვერ შევალთ. პრეზიდენტს არაერთხელ უცდია, რომ შეგვიყვანოს მასთან კინკლაობაში, თუმცა ჩვენ მას კინკლაობაში, რა თქმა უნდა, არ ავყვებით, ეს არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა.

საერთოდ არ არის კანონპროექტის განხილვა ჯერ დაწყებული და უკვე ვეტოს აცხადებს პრეზიდენტი ისე, რომ შინაარსი არ იცის, რა იქნება მიღებული და წინასწარ აცხადებს ვეტოს, ეს ღიმილის მომგვრელია.

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

თვითონ აცხადებდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი. ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია, რომ განხილვებიც კი არ არის დაწყებული პარლამენტში და უკვე ვეტოს ადებს იმ კანონს, რომელიც მიღებული არ არის და, საერთოდ, ბუნებაში არ არსებობს. ანუ, კანონი არ არსებობს და არარსებულ კანონს ადებს ვეტოს.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში“ თქვენ ვერ ამოიკითხავთ ვერც შეზღუდვას ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულებას – გურამ მაჭარაშვილი

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
magti 5g