LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი” – ტიკარაძე 27 წლის ექთანზე

109
imedinews-3

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთანთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, რეგულირების სააგენტო დღის 16:00 საათზე იმყოფებოდა კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ “ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი”.

„რაც შეეხება დღეს დამდგარ ფაქტს, საბჭოს მთავარი სამსჯელო იყო ექთანთან მიმართებაში დამდგარი ფაქტის გაანალიზება, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. რეგულირების სააგენტო დღის 16:00 საათზე იმყოფებოდა კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა. ჩვენ მოქალაქეებს დამატებით მივაწვდით ინფორმაციას, თუ რისგან დადგა ეს ფაქტი. პაციენტი გადმოყვანილია თბილისში, განვახორციელეთ დამატებითი ღონისძიებები. გაიმართება კონსილიუმი, მივიღებთ ერთობლივი გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი.”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

“საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება გაგრძელდება” – ეკატერინე ტიკარაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები