LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასახელდა დარგები, რომლებსაც ელექტროენერგიის სუბსიდირება შეეხება

63
deni-115e6

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის სამეწარმეო საქმიანობები, რომლებსაც 2021 წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დაუსუბსიდირდებათ. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა.

სუბსიდირება ეხება შემდეგ დარგებს:

მეფრინველეობა, ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, ხორცის პროდუქტების წარმოება, თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება, კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები, ზეთებისა და ცხიმების წარმოება, მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება, რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება, საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება, სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება, პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრებისა და მისთ. წარმოება, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება, მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების, შაქრის წარმოება, სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება, ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება, მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის, მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის.

აღსანიშნავია, რომ სუბსიდირება შეეხება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტს. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბიზნესსუბიექტებისთვის დენის ტარიფი 12 თეთრით გაიზარდა. აქედან, 2021 წლის განმავლობაში, ექვს თეთრს მთავრობა დაასუბსიდირებს. ამ წესით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების მიღების მიზნით, მეწარმე სუბიექტმა ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით (https//www.registration.gov.ge) 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრამდე განცხადება უნდა შეავსოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები