LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დასავლეთმა დღეს უკრაინა გაწირა და შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ ამ ფერხულში” – “ევროპელი სოციალისტები” მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგი არიან

130
ფრიდონ ინჯია

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, საქართველომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში იგივე „ბრძნული პოზიცია უნდა დაიკავოს, რა პოზიციაც დაიკავა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომში“. ამის შესახებ მან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“დასავლეთი არ იღებს მონაწილეობას, დასავლეთმა დღეს უკრაინა გაწირა და შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ ამ ფერხულში, ორი საათიც არ უნდა და აქ დამთავრებული იქნება ყველაფერი.” – აცხადებს ინჯია

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ არ უნდა განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც საზიანო იქნება ქვეყნისთვის.

“ამ ხელშეკრულებით არის რაღაც ელემენტები, რომ ჩვენ ზიანი მივიღოთ. ცოტა ბრძნულად მოვიქცეთ და შევხედოთ როგორ წავა საქმე, რა იქნება, ნუ გავრბივართ ორთქმავლის წინ!“- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„ჩვენი პარტია ცალსახად წინააღმდეგია ყოველგვარი რეზოლუციის. შენ შენი ქმედებით, როცა ერთ-ერთს უდგახარ გვერდით, ხომ აღრმავებ დაპირისპირებას, იმის ნაცვლად რომ უთხრა, დამშვიდდით?! ანდა დაიკავო ისეთი ბრძნული პოზიცია, რა პოზიციაც დაიკავა საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანის ომში. ბრძნული გადაწყვეტილება იყო, აბსოლუტურად გასაგები იყო, ის რაც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. აქ ჩვენ უცბად ვდგებით ერთ მხარეს. დაიწყო ომი. მე ძალიან მეშინია, რომ შეიძლება დაიწყოს ომი, უკრაინა დაინგრეს, ამ ომში ჩვენ აქედანვე ვერთვებით, დასავლეთი არ იღებს მონაწილეობას, დასავლეთმა დღეს უკრაინა გაწირა და შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ ამ ფერხულში, ორი საათიც არ უნდა და აქ დამთავრებული იქნება ყველაფერი. არ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ, განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც საზიანო იქნება ჩვენთვის. ამ ხელშეკრულებით არის რაღაც ელემენტები, რომ ჩვენ ზიანი მივიღოთ. ცოტა ბრძნულად მოვიქცეთ და შევხედოთ როგორ წავა საქმე, რა იქნება, ნუ გავრბივართ ორთქმავლის წინ!“- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უკრაინასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის განხილვა დაიწყო.

პარლამენტის რეზოლუცია “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ – ასე ეწოდება დოკუმენტს, რომლის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: – გიორგი ხელაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, გივი მიქანაძე და თამარ ტალიაშვილი.

აღნიშნულ პროექტს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. კრიტიკის მთავარი საფუძველია ის, რომ პროექტის არც ერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.

magti 5g