LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო აბზიანიძე: „არც ერთი არ მეხატება გულზე, მაგრამ დომენიკ მანგომ, ოქრუაშვილმა და ელისაშვილმაც კომფორტში ჯდომას ამჯობინეს სასიკვდილო რისკზე წასვლა…“

7502
4foto

ბლოგერი დათო აბზიანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელიც უკრაინაში მოხალისეებად წასულ პოლიტიკოსებსა და ცნობილ სახეებს ეხება და აღნიშნავს, რომ არც ერთი მათგანი გულზე არ ეხატება, თუმცა მათი საქციელის გამო პატივისცემას გამოხატავს:

„ალეკო ელისაშვილი უკრაინაში წავიდა საბრძოლველად.

მე პირადად, არც დომენიკ მანგო მეხატება გულზე, არც ოქრუაშვილი და პოლიტიკურად ჩა…ლი ალეკოც ზემოდან. სამივე ერთმანეთზე უფრო ცუდ ტიპებად მიმაჩნია.

მაგრამ ხვალ რომ რუსის არმია შემოვიდეს და მეც, შენც, ქოცსაც, ნაცსაც, შუაშისტსაც, ელგებედესაც და რელიგიურ ფანატიკოსსაცერთმანეთის გვერდით მოგვიწევს ქართულ ომში ბრძოლა, ეგ განსხვავებები უნდა ვარჩიოთ და ერთმანეთი ვამუნათოთ?

ომზე უფრო საზარელი და ტრავმული გამოცდილება არაფერია ადამიანისთვის. ფსიქიატრიაში ცალკე დიაგნოზიც კი დაიბადა ვიეტნამის ომის ვეტერანების გამო – PTSD (პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა). ეს დიაგნოზი მაშინ დგება, როცა ადამიანი ისეთ სტრესულ რამეს შეესწრება, რომ სამუდამოდ კვალს დატოვებს მის ტვინზე, ან კიდევ – თავად ჩაიდენს მისთვის აქამდე წარმოუდგენელ რამეს (მაგ: უდანაშაულო მოსახლეობას დახოცავს, ან ბავშვები შემოაკვდება).

სტატისტიკურად, ეს დიაგნოზი ომგამოვლილი ჯარისკაცების დაახლოებით 20%-ში ვლინდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანების ტვინებში ომი და საშიშროების განგაშის სიგნალი ცხოვრების ბოლომდე გრძელდება, ისინი ამ მენტალური ჭრილობით განაგრძობენ ცხოვრებას.

საომარ პირობებში, ადამიანი იძულებული ხდები, საკუთარი თავისგან შექმნა ყველაზე „ამორალური მონსტრი“. თუ ამაზე ხელს არ აწერ და თუ ჯერ კიდევ მიამიტურად გწამს, რომ „უკეთილშობილესი ადამიანი“ ხარ, მაშინ ან იქვე ომში ჩაგაძაღლებენ, ან თუ სასწაულებრივად გადაურჩი სიკვდილს, PTSD-ით მაინც დაიტანჯები.

ჰოდა, რა შეიძლება ვთქვათ ისეთ პიროვნებაზე, რომელიც თავისი ნებით, მოხალისეობრივად აწერს ამ რისკზე ხელს?

მით უმეტეს, თანამედროვე ცივილიზაციაში დაბადებული პიროვნება, რომელსაც ახლა ჩემსავით შეუძლია ლეპტოპთან თბილად იჯდეს და ამსიგრძე სტატუსები წყნარად წეროს.

დომენიკ მანგომ, ოქრუაშვილმა და ელისაშვილმაც კომფორტში ჯდომას ამჯობინეს სასიკვდილო რისკზე წასვლა. მე პირადად, მკიდია თქვენსავით ქვემიზნებზე მარჩიელობა, თუ რა ფოლოვერთა ბაზას ან პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს ეს სამივეს.

სამივეს, მათ შორის ალეკო ელისაშვილს, ვუსურვებ, რომ ომიდან მშვიდობით დაბრუნდეს. მხოლოდ ამ გამბედაობის გამო, როგორც პოლიტიკოსს, მე მას ხმას არ მივცემ. მაგრამ როგორც პიროვნებას, პატივს ვცემ…“

უკრაინაში მოხალისედ ჩასული დომენიკ მანგო: „საქართველოს ყველაზე ცოცხალი ნაწილი მორბის უკრაინაში!..“

ირაკლი ოქრუაშვილი: “შვილივით მყავს ჩახუტებული “ენლო”, თან ჯაველინს ჯობია”

ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო, ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში: ალეკო ელისაშვილი