მსახიობი დათო დვალიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ მსახიობების ყოფის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს:
„მე კი სწორად შევარჩიე პროფესია, მთელი სული და გულიც შევალიე, მაგრამ ის ხალხი, ვინც უნდა აფასებდეს ხელოვნებას, მთავრობას ვგულისხმობ, არც ადრე იყვნენ და არც დღეს არიან ჩვენთვის. კომუნისტები ვითომ მოსაჩვენებლად მოგეფერებოდნენ, წოდებას მოგცემდნენ, ჯილდოებს, მაგრამ არაფრად გვთვლიდნენ, გვებრძოდნენ კიდეც. დღეს ვარსკვლავს ჩაგიდებენ, შეგაქებენ, ტაშს დაგიკრავენ, მერე უპატრონოდ მიგატოვებენ.
იცით, რა მიკვირს? ჩვენს ქვეყანას ხომ თავისი კულტურითა და ხელოვნებით იცნობენ მსოფლიოში, ძალიანაც ამაყობენ, თავის გამოსაჩენად სჭირდები, აქ კი, სამშობლოში, არც ხელის შეწყობა იციან და არც მომავალზე ფიქრობენ…“