LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ევგენიძე: „ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას აშკარა სიხარული ეტყობა იმის გამო, რომ ევროკავშირმა კანდიდატობის სტატუსი არ მოგვცა…“

218
დათო ევგენიძე

მუსიკოსი დათო ევგენიძე პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით:

„თუ ვინმეს მართლა უნდა, საქართველოს ევროპული მომავალი ჰქონდეს, ახლა დაპირისპირების დრო არ არის… არის რამდენიმე თემა, რომლის გარშემოც პოლიტიკური სპექტრი, პოზიცია და ოპოზიციაც უნდა გაერთიანდნენ. მაგალითად, ომი, ქვეყნის მომავალი…

საქართველო არც ერთი პოლიტიკური პარტიის საკუთრება არ არის. ის ყველასია, თავისი წარსულით, აწმყოთი და პირდაპირი ვალდებულება გვაქვს მომავალზე. დაძაბულობის მოხსნისთვის სიტყვები კი არა, საქმის კეთებაა საჭირო, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ხმაურითა და ყვირილით არაფერი გვარდება. ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას აშკარა სიხარული ეტყობა იმის გამო, რომ ევროკავშირმა კანდიდატობის სტატუსი არ მოგვცა… ისე, ამ ორგანიზაციის მიმართაც გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას – თუ უკრაინა და მოლდავეთი იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს, ზუსტად ასევე იმსახურებს საქართველოც. თუმცა ჩვენი ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტი აქვთ, რადგან მსოფლიოს თავისი ინტერესები აქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g