LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილი: „ავტოფარეხში რომ ჩამკეტეს და მცემეს, მას მერე დამემართა დიაბეტი… რამდენ ნემსს ვიკეთებ და როგორ ვმკურნალობ, ეს არავინ იცის…“

474
oqitashvili2025

დათო ოქიტაშვილი გია ჯაჯანიძის „სხვა რაკურსს“ სტუმრობდა და ისაუბრა იმის შესახებ, რაზეც აქამდე არაფერი უთქვამს. 2007 წელს ის ავტოფარეხში ჩაკეტეს და სასტიკად სცემეს. როგორც ოქიტაშვილი აღნიშნავს, შემდეგ გაირკვა, რომ ეს სრულიად უმიზეზოდ მოხდა, თუმცა მას ამის გამო ჯანმრთელობა სერიოზულად დაუზიანდა და დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს, რომელსაც მძიმე მკურნალობა მუდმივად სჭირდება. დათო ოქიტაშვილი ამბობს, რომ იცის, ვინ იყო მოძალადე…

დათო ოქიტაშვილი:

„თქვენ იცით, რომ 2007 წელს მე ავტოფარეხში ჩამკეტეს და მცემეს, მას მერე დამემართა დიაბეტი, ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, რადგან ხშირად პირი მიშრება. ამას პირველად ვამბობ ეთერში. მე იმ ადამიანსაც ვაპატიე, ვინც ავტოფარეხში ჩამკეტა… დღემდე მეუბნებიან, დაასახელეო, არასდროს ვიტყვი, მას ჰყავს  ოჯახი, სიძე, შვილიშვილი. ჩვენ შევხედრივართ ერთმანეთს, იცის, რომ ვიცი, მაგრამ არ ვიმჩნევ. რამდენიმე თვის წინ ბოდიში შემომითვალა. მაშინ გადავრჩი… მეზობელმა მიპოვა შემთხვევით, ავტოფარეხიდან სისხლი გამოდიოდა… იქ დაგდებული მიპოვა.

ყველას უკვირს, რატომ ვარ გამწარებული წინა ხელისუფლებაზე. უდანაშაულოდ მცემეს. ირინას ტელეფონი აბაზანაში ჰქონდა შეტანილი და ურეკავდნენ, უგონოდ ვიყავი, სად წავეყვანეთ, არ იცოდნენ…

ბოლოს მიხვდნენ, რის გამოც მცემეს, ეს ამბავი არ იყო სწორი და ვერ გადაამოწმეს. მე ხომ არაფერი დამიმალავს. რასაც ვფიქრობ, ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ ყველაფერს. მე მას მერე ჯანმრთელობა შემერყა, რამდენ ნემსს ვიკეთებ და როგორ ვმკურნალობ, ეს არავინ იცის. ამას ვამბობ იმ ადამიანების გასაგონად, ვინც მაკრიტიკებს, რატომ ამოიჩემა წინა მთავრობა, რატომ აქვს ასეთი აგრესიაო. იმიტომ, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა. როცა მეზობელი შემთხვევით გიპოვნის უგონოდ, მერე ირკვევა, რომ არაფერ შუაში ვიყავი, მცემეს და ჩემს ორ შვილს, მშობლებს, ოჯახს ტოვებდნენ არაფრის გარეშე… ვებრძვი ამ ჩემს ჯანმრთელობას და არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

ამ ადამიანს შევხვდი საერთო ახლობლის მამის დაკრძალვაზე. შემეკითხა, როგორ ხარო. გავუყარე ხელი და გვერდზე გავიყვანე. ვუთხარი, რომ იცოდე, ცოტა ზედმეტი მოგივიდა-მეთქი… ამ ადამიანს მინდა ვუსურვო, რომ იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი, ოჯახთან ერთად. მცირე ხნის წინ შვილიშვილიც შეეძინა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები