LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილი “ხელოვანთა დარბაზს” ქმნის

143
datooqitashvilinewsjn

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დათო ოქიტაშვილი “ხელოვანთა დარბაზს” ქმნის, რომლის მიზნების შესახებ ახლახან თავის სტატუსში დაწერა. გთავაზობთ მის პოსტს:

“საქართველოს კულტურის პალატასთან იქმნება “ხელოვანთა დარბაზი”,რომელიც იქნება საქართველოს კულტურის პალატის სათათბირო ორგანო;
“ხელოვანთა დარბაზი” გააერთიანებს საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს ყველა წარმომადგენელს შეუზღუდავად.
ხელოვანთა დარბაზი განთავსდება საქართველოს კულტურის პალატის ოფისის მიმდებარე დარბაზში. მისამართი: თბილისი, მელიქიშვილის გამზირი 1. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის შესასვლელის მარჯვნივ.
ყველა შემოქმედს, ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენელს ექნება საშუალება შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრონ და იმსჯელონ საქართველოს კულტურის და ხელოვნების საკითხებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე. წარუდგინონ წინადადებები და ახალი იდეები საქართველოს კულტურის პალატას, რომელიც თავის მხრივ იზრუნებს იშუამდგომლოს საქართველოს ხელისუფლებასა და კერძო კომპანიებთან წამოჭრილი საკითხების დადებითად გადაწყვეტის მიზნით”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები