კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ჯილდოს მფლობელი გახდა. მას საქართველოს ქორეოგრაფიულმა კავშირმა რაინდის ორდენი გადასცა იმ ხელშემწყობი საქმიანობისთვის, რასაც წლების განმავლობაში ამ სფეროში ახორციელებდა.
დათო ოქიტაშვილი წერს:
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ქორეოგრაფიულ კავშირს და მის ყველა წევრს ამ საპატიო ჯილდოსათვის, რაც მე მომანიჭეთ „საქართველოს ქორეოგრაფიულ კულტურაში შეტანილი დიდი წვლილისათვის და გადმომეცით „საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის ორდენი”!!! დიდი მადლობა ყველას ამ დაფასებისათვის“.
Fortuna.ge დაუკავშირდა კულტურის პალატის ხელმძღვანელს, რომელმაც ჩვენთან დამატებითი კომენტარი გააკეთა:
„ეს ჯილდო ეკუთვნის მთლიანად კულტურის პალატას. მე ვარ ხელმძღვანელი და სამწუხაროდ, მე გადმომეცა და არა ყველა თანამშრომელს. ხომ იცით, როგორ მრცხვენია ასეთი რაღაცების (იღიმის).
ჩვენ გავხსენით ნინო რამიშვილისა და სუხიშვილების ვარსკვლავი, შემდეგ კი ცნობილ მოცეკვავეებზეც გადავედით… სწორედ ქართული ქორეოგრაფიის ხელშემწყობი საქმიანობისთვის გადმოგვეცა ეს ჯილდო.
ჯილდო ყოველწლიურად გაიცემა და მისი მფლობელები არიან ფრიდონ სულაბერიძე, ომარ მხეიძე, თენგიზ სუხიშვილი და სხვა.