LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცველთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა“ – სახალხო დამცველი შსს-ს მიმართავს

158
Untitled design

რუსთაველზე, გასულ ღამეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და უფლებადამცველების დაკავების ფაქტებს სახალხო დამცველი ეხმიანება.

პარლამენტის შენობასთან ლაზარე გრიგორიადისის მამის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს – აქტივისტების ინფორმაციით, აქციაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს

ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, „იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა“.

„ასევე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია.

აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა.

ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცველთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე მოახდენენ აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. ასევე, თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ცნობისათვის, რამდენიმე დღეა, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მარტის აქციების დროს, ე.წ. „კოქტეილის საქმეზე“ დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს. 1 ივნისს, ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავა, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. სასამართლომ მას 2 ათას ლარიანი გირაო დააკისრა.

რაც შეეხება გასულ ღამით განვითარებულ მოვლენებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ღამით სამი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ყველა პირი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო ადვოკატი შოთა თუთბერიძე. ამ დროისთვის თუთბერიძე თავისუფალია.

„ჩვენი სანაქებო პოლიცია გადააქციეს „მილიციად“ – ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, შოთა თუთბერიძე თავისუფალია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g