უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით პირს დიპლომატიური პასპორტი გაუუქმა. ინფორმაციას unian-ი ავრელებს.
Telegram-ზე გამოქვეყნდა იმ დეპუტატთა სია, რომელთა დიპლომატიური პასპორტებიც გაუქმდა. მათ შორის არიან დავით არახამია, ლიზა იასკო, ალექსეი გონჩარენკო და სხვები.
მედიის ინფორმაციით, ზელენსკი უკმაყოფილოა, რომ ომის მიმდინარეობისას დეპუტატები საქმის გარეშე საზღვარგარეთ დადიან.
“ზელენსკი გაბრაზებულია იმით, რომ ომის დროს დეპუტატები მოგზაურობენ საზღვარგარეთ”, – ნათქვამია მოხსენებაში.
მანამდე უკრაინულ Telegram – არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატებს, რომლებმაც ოფიციალური მივლინებების შემდეგ დიპლომატიური პასპორტები არ დააბრუნეს, შესაძლოა ეს პასპორტები ჩამოერთვათ.