LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჭიჭინაძე: ვინც რეალურ ბრძოლას აპირებს, უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, არავის უნდა მივცეთ საშუალება ტკბილად და თბილად გამოიზამთრონ კაბინეტებში!

88
დავით ჭიჭინაძე

„ოპოზიციამ ჯერ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას, შარშანდელი აქციები ასე რომ მინელდა და მიზანი „ოცნებასთან“ შეთანხმებებით და გარიგებებით დაასრულეს. შემდეგ, ყველა, ვინც რეალურ ბრძოლას აპირებს, უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, არავის უნდა მივცეთ საშუალება ტკბილად და თბილად გამოიზამთრონ კაბინეტებში!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე წერს და მიიჩნევს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია.

ვტოვებ მანდატს, რადგანაც ამ ინსტიტუციაში ჩემი თავი ვერ დავინახე, დადგა დრო ვიფიქროთ უფრო დიდ კოალიციაზე: მამუკა ხაზარაძე

ბადრი ჯაფარიძე – მე არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას

მისივე შეფასებით, დაუღალავი ბრძოლისა და პროტესტის გარეშე, ხელისუფლებასთან ცივილური მეთოდებით ბრძოლა, წარმოუდგენელია.

„იმიტომ, რომ არც ეს პარლამენტია ლეგიტიმური და არც 30 ოქტომბრის არჩევნების აღიარება შეიძლება. ბრძოლა კი, დაუღალავი უნდა იყოს და ბოლომდე! და არა მხოლოდ რუსთაველზე, პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიშალოს, მოგებული ქალაქები რომ დავუბრუნოთ ხალხს და ოპოზიციას. მითუმეტეს, რომ ამ ხელისუფლებასთან ცივილური მეთოდებით ბრძოლა წარმოუდგენელია,“- წერს დავით ჭიჭინაძე „ფეისბუქზე.“

პერმანენტული აქციები და ბრძოლა ხმებისთვის – რა გეგმები აქვს ოპოზიციას არჩევნების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები