LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა

293
davitgareji

დავით გარეჯში, მრავალმთის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი გახსნილია. ამ დროისთვის მომლოცველებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

დავით ზალკალიანის განმარტებით, ქართულმა მხარემ მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაამყარა.

ცნობა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებდნენ, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა გაავრცელა.