LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილი – კობახიძეები პერსონალურად მე რომ ვერაფერს დამაკლებენ, ზუსტად ვიცი, ისიც ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ბიძინა ივანიშვილი ფრიად შეწუხდა

191
უსუფა

ნუ ქადაგებთ საქართველოს სისუსტეს, როცა ომია უკრაინაში, როცა რუსეთი ყოველგვარი კონტროლიდან გამოსულია – თუ ვინმე თავს დაგესხმება თავდაცვის საშუალება უნდა გქონდეს და თუ შენ თვეების განმავლობაში პროპაგანდა გაქვს ნაწარმოები, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, ჩვენ ვერავის წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ, ეს არის ომის გარეშე ქვეყნის ჩაბარება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას უპასუხა, როდესაც მან დავით უსუფაშვილი იმ ჩამონათვალში შეიყვანა, ვისაც საქართველოში ომი უნდა.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, კობახიძე ამ ტიპის პროპაგანდით პერსონალურად მას ვერაფერს დააკლებს და ზუსტად იცის, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ხორციელდება.

„კობახიძე ორი-სამი წელია, რაც ამ ქვეყანამ გაიცნო და ისე გაიცნო, როგორც გაიცნო. უსუფაშვილს, კარგს თუ ცუდს, ეს ქვეყანა სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, 30 წელიწადია იცნობს ყველა კრიტიკულ ვითარებაში თავისი პოზიციით, შეხედულებით, სადღაც დგომით, ამ დგომით, იმ დგომით. ამიტომ ვინმე კობახიძეები ამ ტიპის პროპაგანდით პერსონალურად მე რომ ვერაფერს დამაკლებენ, ზუსტად ვიცი. ისიც ვიცი საიდან მოდის ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილი ფრიად შეწუხდა, ზუსტად ისე როგორც გაგიკვირდებათ და მიხეილ სააკაშვილი ძალიან შეწუხდა, ბევრი წლის წინ, როდესაც ვიღაც უსუფაშვილი გამოვიდა და სიმართლეს ეუბნება, მართლა აკრიტიკებს, ფაქტებით აკრიტიკებს, ცოდნით აკრიტიკებს, იმ საქმეში ყოფნით აკრიტიკებს, რაც ერთად დავიწყეთ და სად წაიყვანა… მიშასთან ერთად 2000-იან წლებში სასამართლო რეფორმაზე, დამოუკიდებლობაზე ათას რაღაცებზე ვისხედით, ბიძინასთანაც ასე იყო დასაწყისში. უსუფაშვილში არ არის საქმე. ზოგადად, როცა ერთად სწორ გზაზე დგახარ და მერე შენ გადაუხვევ სადღაც, ან ბოროტებისკენ, ან უგუნურებისკენ, ან სახელისუფლებო ფუნდამენტალიზმისკენ, მერე ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების შეძახილი გაღიზიანებს, ვისაც ეთქმის, რომ რაღაც გითხრას. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ამ 30-წლიან უბედურებაში, მუდმივად ეპიცენტრში ყოფნისას, ახლა მან გასცა “კამანდა”, რომ ეს კაცი ჩამიმარხეთ და ახლა მისი “კამანდის” ასეთი უნიჭო შემსრულებლები დღეს ომის გაჩაღებაში მადანაშაულებენ.

ვეუბნები, რომ ნუ ქადაგებთ საქართველოს სისუსტეს, როცა ომია უკრაინაში, როცა რუსეთი არის გამოსული ყოველგვარი კონტროლიდან, ასეთ ვითარებაში ქვეყნის უსუსურობას ნუ ქადაგებ. ნუ ნერგავ იმ განცდას, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია და ამიტომ ყველაფერი უნდა დავთმოთ სასწრაფოდ. ეს არის არა ომი, რომელიც ჩვენ უნდა გავაჩაღოთ, არამედ მზადყოფნა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ. თავდაცვითი ომი რომ საქართველოს სუვერენული უფლებაა, კონსტიტუციაში წერია. კობახიძის ხელითაა ჩაწერილი ეს ყველაფერი. თუ დაგესხმება თავს ვინმე თავდაცვის საშუალება უნდა გქონდეს და თუ შენ თვეების განმავლობაში პროპაგანდა გაქვს ნაწარმოები, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, ჩვენ ვერავის წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ, ეს არის ომის გარეშე ქვეყნის ჩაბარება“, -განაცხადა უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები