LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითულიანი: ოპოზიციას უნდა დეოლიგარქიზაციის კანონში პირდაპირ ივანიშვილის სახელი ჩაიწეროს, არ ჩაიწერება

33
Untitled design (7)

მმართველო გუნდის ერთ-ერთი დეპუტატი, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს, დეოლიგარქიზაციის კანონში პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის სახელი ჩაიწეროს, თუმცა, მისი თქმით, ასე არ მოხდება.

ოხანაშვილი: ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად ვერ გავრცელდება

დავითულიანის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ კანონი მათ დამფინანსებლებს შეეხებათ და მისი მიღება ამიტომ არ უნდათ:

„ოპოზიციას უნდა „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში“ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის სახელი ჩაიწეროს, არ ჩაიწერება. არ იარსებებს კანონი, რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ეხება.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის რეკომენდაციაა. ჩვენ როგორც რეკომენდაციების დანარჩენ პუნქტს, ამასაც შევასრულებთ. დეოლიგარქიზაციის შესახებ ერთადერთი მოქმედი კანონი უკრაინას აქვს, შესაბამისად, ჩვენ უკრაინული კანონი ავიღეთ, პირდაპირ გადმოვთარგმნეთ და სამუშაო ჯგუფში წარვადგინეთ, რათა მისი ქართული ანალოგი შეიქმნას.

ოპოზიცია, რომელიც აქამდე სულ ოლიგარქიზაციის პრობლემაზე საუბრობდა, აღნიშნული კანონის მიღებაზე უარს ამბობს.

კანონს ოთხი ძირითადი პრინციპი აქვს, რომელიც ადგენს, თუ ვის შეიძლება დაერქვას ოლიგარქი. ეს კრიტერიუმებია: პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მედიის დაფინანსება, ბაზარზე დომინანტური წილი იმ ქვეყანაში, სადაც ხარ და 85 მილიონის ქონა – ვისაც შეეხება, მას შეეხება. ვინც ამ ოთხ კრიტერიუმს დაექვემდებარება, სანქციები მის მიმართ გატარდება.

ოპოზიციის რეაქციებით ვხვდებით, რომ კანონი მათ დამფინანსებლებს შეეხებათ და მისი მიღება ამიტომაც არ უნდათ.

ერთადერთი პრეცედენტი, ვისაც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი აქვს, უკრაინაა, რაც უკრაინულ კანონში წერია, ჩვენ ის გადმოგვაქვს“, – თქვა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, დღეს ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონპროექტს წარადგენს. სამუშაო ჯგუფის წევრების მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შემდეგ, კომიტეტი კანონპროექტის დაინიცირების საკითხზე იმსჯელებს, ამის შემდეგ კი ის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

ოხანაშვილი: ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად ვერ გავრცელდება

ვახტანგ მეგრელიშვილი: ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს.. ის არანაირი ოლიგარქი არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები