LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედას ჭურჭელს ვერ შეველიეო.. დაბრუნებას აპირებენ, დანარჩენი ჯერ არ იციან, მთელი დღეა, სულ მათზე მეფიქრება“ – ზურა შევარდნაძე 

297
Untitled design (1)

„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ ამბავს გვიზიარებს.

მისი თქმით, შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა:

„დილით ჭურჭლით სავსე ყუთი მოგვიტანეს.

30, 35 წლის ცოლ-ქმარი გიორგი და ლილი ძალიან წესიერი და მორიდებულები აღმოჩნდნენ.

მიამბეს, რომ ორი შვილი ჰყავთ, ტკბილად და თბილად ცხოვრობენ სვანეთის უბანში, ლილის მშობლების სახლში. მათი მშობლები მდიდრები არასდროს ყოფილან, მაგრამ მოწესრიგებული და სავსე ოჯახი ჰქონიათ. ლილის დედა გასულ წელს გარდაცვლილა.

ორივე ინგლისური ენის სპეციალისტები არიან, კერძო გაკვეთილები და ტექსტების თარგმნაა მათი შემოსავალი, რომელიც არ ჰყოფნით შვილებისთვის სასურველი განათლების მისაცემად.

გადაუწყვეტიათ ყველაფერი გაყიდონ და ევროპაში წავიდნენ შვილებთან ერთად. სახლი და ეზო ამ გაზაფხულზე გაუყიდიათ.

დედას ჭურჭელს ვერ შეველიე და ისე უბრალოდ გასაჩუქებლადაც დამენანა, მინდა თქვენთან იყოს, ვიცი, სათანადოდ გამოიყენებთო ლილიმ, ჩქარობდნენ..

არ მინდოდა წასულიყვნენ, ქუჩამდე გავყევი, ცრემლიც მომადგა, მიხვდნენ.. თუ ვერ ავეწყვეთ, დავბრუნდებით, მისაქციელში ნაკვეთი აქვს გიორგის, ავაშენებთ პატარა სახლს და იქ ვიცხოვრებთო.

ძალიან დავნაღვლიანდი, აღარ ვიცოდი, რა მექნა, როგორც უახლოეს ნათესავს, შინაურს, ისე გამოვემშვიდობე.

გარეცხილი ჭურჭელი თავიდან გავრეცხეთ, ვუყურებ და მთელი დღეა, სულ მათზე მეფიქრება. ჩვენს პატარა, საწყალ უბედო ქვეყანაზე მეფიქრება..

შარშანდელი ამბავია, უკვე დავმეგობრდით და ხშირად მწერენ. არც ისე აეწყო საქმე, როგორც წარმოედგინათ. მაისის ბოლოს დაბრუნებას აპირებენ და დანარჩენი ჯერ არ იციან“, – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

დილით ჭურჭლით სავსე ყუთი მოგვიტანეს.
30, 35 წლის ცოლქმარი გიორგი და ლილი ძალიან წესიერი და მორიდებულები აღმოჩნდნენ….

Posted by Gardenia shevardnadze on ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2023

 

„აღარავის აინტერესებს, არც შვილს, არც შვილიშვილებს, არც რძალს.. გულით გჩუქნით“ – რა საჩუქარი დახვდა ზურა შევარდნაძეს „გარდენიას“ კართან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები