LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი ლეტიცია დედამთილის კუთვნილი, 40 წლის წინანდელი კაბით გამოჩნდა

340
dedofalileticia

დედოფალმა ლეტიციამ მეუღლესთან, მეფე ფილიპთან ერთად ჩილეს პრეზიდენტს უმასპინძლა. ესპანეთის სამეფო სახლში გამართული ღონისძიების ოფიციალური ნაწილი განსაკუთრებით რეზონანსული გახდა ერთი დეტალის გამო. საქმე დედოფალ ლეტიციას ეხება, რომელიც ვახშამზე სწორედ იმ კაბით გამოჩნდა, რომელიც ერთ დროს, მის დედამთილს, დედოფალ სოფიას ეცვა.

დედოფალი ლეტიცია და მისი ულამაზესი ქალიშვილები – ესპანელი მონარქები ფერად კაბებში გამოჩნდნენ

ეს კაბა პირველად დედოფალ სოფიას 1981 წელს ეცვა, როცა ის ოფიციალური ვიზიტით რომში იმყოფებოდა. 40 წლის შემდეგ კი ამ კაბით დედოფალი ლეტიცია ვიხილეთ.

ზოგადად, ლეტიციას გარდერობში ხშირად ვხედავთ კაბებს, რომლებიც მას წლების წინ ეცვა. თუმცა დედამთილის გარდერობიდან კაბა, პირველად ვიხილეთ.

თეთრი კაბა-ხალათი და ვერცხლისფერი ფეხსაცმელი –  დედოფალი ლეტიციას მორიგი მოდური გამოსვლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები