დედოფალი ლეტიცია მეუღლესთან, მეფე ფილიპესთან ერთად მადრიდში დაგეგმილ ღონისძიებაზე გამოჩნდა. მონარქი ბრწყინავდა ულამაზეს ვარდისფერ კაბაში. ჰაეროვანი კაბა ლეტიციამ ფრანგული ბრენდის „მაჯეს“ კოლექციიდან შეარჩია, ანსამბლს კი ასევე ვარდისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.
დედოფალი ლეტიცია მსოფლიოს ყველაზე გემოვნებიან მონარქად არაერთხელ დაასახელეს. ის ცნობილია განსაკუთრებული დამოკიდებულებით დაბალბიუჯეტური ბრენდების მიმართ.
ფოტო: ფერადი და იაფი საზაფხულო კაბები ქეით მიდლტონისა და დედოფალი ლეტიციას გარდერობიდან
დედოფალი ლეტიცია დახვეწილი საზაფხულო კაბით – სამეფო ოჯახის შთამბეჭდავი გამოჩენა
დედოფალი ლეტიცია „კაროლინა ჰერერას“ ჟოლოსფერ კაბაში შეუდარებელია